ახალი ამბები

სამხატვრო აკადემიის სტუდენტები რექტორის ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქციებს აგრძელებენ

15 ოქტომბერი, 2014 • 1815
სამხატვრო აკადემიის სტუდენტები რექტორის ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქციებს აგრძელებენ

საპროტესტო აქციის ერთ–ერთი მონაწილე, დაჩი ჭეჟია “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ აქცია რექტორთან შეხვედრის მოთხოვნით დღეს, 11:00 საათზე დაიწყო. დღეს სამხატვრო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, აკადემიის კარი ღიაა და აქციის მონაწიელები აკადემიის ტერიტორიაზე შეუფერხებლად გადაადგილდებიან. 


დაჩი ჭეჟიას თქმით, ახლადარჩეულმა რექტორმა, გია გუგუშვილმა ტრადიცია დაარღვია და სასწავლო წლის პირველ დღეს სტუდენტებს არ მიესალმა:


აქედან გამომდინარე, შევიჭერით რექტორის კაბინეტში და ვითხოვდით რექტორთან შეხვედრას,”– ამბობს ჭეჟია.

სამხატვრო აკადემიაში რექტორის ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქციის მონაწილეები რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ. ფოტო Facebook–ზე გამოაქვეყნა აქციის მონაწილემ, ნატა ნებიერიძემ.  15.10.2014
სამხატვრო აკადემიაში რექტორის ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქციის მონაწილეები რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ. ფოტო Facebook–ზე გამოაქვეყნა აქციის მონაწილემ, ნატა ნებიერიძემ. 15.10.2014

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ნატა ნებიერიძე ამბობს, რომ მათ რექტორის კაბინეტი მანამ ჰქონდათ დაკავებული, სანამ გია გუგუშვილი მათთან შესახვედრად არ გამოვდა. ის ამბობს, რომ შეხვედრა საგამოფენო დარბაზში შედგა, რომელსაც უნივერსიტეტის რამდენიმე დეკანი და ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.


“არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გაგვცეს. ჩვენ დავუსვით კითხვა, თუ რა არის ის ტრადიცია და ინოვაცია, განგვიმარტეთ თქვენი კონცეფცია-თქო. პასუხი საერთოდ არ გაგვცეს იმაზე, რა არის აკადემიის ტრადიცია და ატეხეს სიცილი, როდესაც ეგ კითხვა დავსვით,”– ამბობს ნებიერიძე

 

მისივე თქმით, რექტორთან აქციის მონაწილეებს სამხატვრო აკადემიაში განსახორციელებელ ცვლილებებზე კიდევ ბევრი შეკითხვა აქვთ, რომელთა დასმასაც აპირებენ კონცერტზე, რომელიც ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აკადემიის ეზოში დაახლოებით 3 საათზე ჩატარდება. ნატა ვარაუდობს, რომ ამ კონცერტის დროს რექტორი სიტყვით გამოვა.

 

“ჩვენ ვაპირებთ მოვითხოვოთ, რომ ჩატარდეს ხელახლა რექტორის არჩევნები. ამას სამინისტროსთანაც მოვითხოვთ, აკადემიაშიც და აქციები გაგრძელდება,” – თქვა ნატა ნებიერიძე.


სამხატვრო აკადემიის რექტორის არჩევნები 14 ოქტომბერს ჩატარდა და აკადემიური საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით რექტორად არჩეული იქნა გია გუგუშვილი.


მასალების გადაბეჭდვის წესი