ახალი ამბები

ამაზე პირდაპირი და მკვეთრი კრიტიკა წარმოუდგენელია – ბესელია ვენეციის კომისიის დასკვნაზე

16 აპრილი, 2019 •
ამაზე პირდაპირი და მკვეთრი კრიტიკა წარმოუდგენელია – ბესელია ვენეციის კომისიის დასკვნაზე

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი კანდიდატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ვენეციირს კომისია პირდაპირ და მკვეთრად აკრიტიკებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონონპროექტს, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის წესს ეხება:

“ამაზე უფრო პირდაპირი და მკვეთრი გაკრიტიკება იმ პროექტის, რასაც ჩვენ ამდენი ხანია სამართლიანად ვაკრიტიკებთ  წარმოუდგენელია. როდესაც ვენეციის კომისია გეუბნება, რომ ისეთი დაბალი ნდობა აქვს საზოგაოდების მხრიდან იუსტიციის საბჭოს, რომ რეკომენდაციაც კი არის გაცემული, ამ პარლამენტმა არ აირჩიოს ყველა მოსამართლე და ახალმა პარლამენტმა აიღოს ეს მანდატი, ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ იუსტიციის საბჭოს არ აქვს ნდობა, ეს ნიშნავს, რომ ამ პარლამენტსაც არ აქვს ნდობა”, – ამბობს ბესელია.

რა კრიტიკული რეკომენდაციები აქვს ვენეციის კომისიას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი