ახალი ამბები

ხელისუფლება ფეხბურთის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს

15 ოქტომბერი, 2014 • • 1257
ხელისუფლება ფეხბურთის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს

“შემიძლია გითხრათ, რომ ძალაინ მძიმე სიტუაცია გვაქვს დღეს ფეხბურთში. ის, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე, მე ვფიქრობ, დიდწილად დამოკიდებულია საქართველოს შიდა საფეხბურთო ჩემპიონატის დონეზე. ფაქტობრივად, ფეხბურთში ყველაფერი ნულიდან დასაწყებია, ფუნდამენტიდან უნდა დაიწყოს ფეხბურთის მშენებლობა. არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს ქვეყანაში. მე რეგიონებში ძალაინ ბევრს დავდივარ. ყველა რაიონში, ქალაქში მქონდა შეხვედრები და არსად არ არის ნორმალური სავარჯიშო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ თუნდაც პატარებმა დაიწყონ და ჰქონდეთ მათ სავარჯიშო მოედნები, ელემენტარული გასახდელები, რომ ვარჯიშის მერე საშხაპეებით სარგებლობის საშუალება ჰქონდეთ. უმაღლესი ლიგის გუნდებზე და მათ ინფრასტრუქტურაზე აქ საუბარი ზედმეტია. ამ მიმართულებით ჩვენ მუშაობას ვიწყებთ. პრემიერ–მინისტრის დავალებით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ფეხბურთის განვითარების მიმართულებით იმუშავებს. უახლოეს მომავალში დაიდება გეგმა, სტრატეგია, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალი წლების განმავლობაში იმისთვის, რომ ქართული ფეხბურთი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყოს. ძალაინ მალე გაჟღერდება, თუ რა გაკეთდება ფეხბურთის მიმართულებით, რა ინვესტიციები განხორციელდება, რა ინფრასტრუქტურები შეიქმნება. ეს ყველაფერი ცნობილი იქნება ყველასთვის”, – განაცხადა კალაძემ ფეისბუკის მომხმარებლებთან გამართული ონლაინ ვიდეოდიალოგისას.


ღარიბაშვილი და კალაძე ლიახვი-თბილისის მატჩის დროს, 12.10.2014
ღარიბაშვილი და კალაძე ლიახვი-თბილისის მატჩის დროს, 12.10.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი