ახალი ამბები

კახა მიქაიამ “დაიცავი საქართველო” დატოვა

16 აპრილი, 2019 • 1641
კახა მიქაიამ “დაიცავი საქართველო” დატოვა

“დაიცავი საქართველო” მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა კახა მიქაიამ დატოვა.

როგორც მიქაია ამბობს, მიიიღო გადაწყვეტიილება, “ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმოს”. რაც შეეხება იმას, თუ სად გააგრძელებს საქმიანობას, მიქაიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

“ჩემი დიდი სურვილია, ასპარეზი დავუთმო ახალგაზრდებს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ახალი ენერგია სჭირდება დღეს ქვეყანას პოლიტიკური, სოციალური და მორალური კრიზისიდან თავის დასაღწევად, საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების ახლებურად გასააზრებლად! რაც შემეხება მე, ვეცდები, ჩემი მოკრძალებული წვლილი კვლავაც შევიტანო ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში”, – აცხადებს კახა მიქაია.

საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ლიდერმა დავით მაღრაძემ მიმდინარე წლის მარტში განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის გააქტიურებას გეგმავს. “დაიცავი საქართველომ” 13 აპრილს ფილარმონიაში ყრილობა გამართა, რომელშიც “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატებიც მონაწილეობდნენ.

ამავე თემაზე:

რა არის და რას გეგმავს “დაიცავი საქართველო”

მასალების გადაბეჭდვის წესი