ახალი ამბები

შსს–მ ჩოლაყაშვილის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

14 ოქტომბერი, 2014 • 1025
შსს–მ ჩოლაყაშვილის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

დაზარალებულის მეუღლე “რუსთავი 2”-თან საუბრისას ამბობს, რომ მის ქმარს თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ. ის ამ დროს სახლში მარტო იმყოფებოდა, დაზარალებულს თავში იარაღი ჩაარტყეს და მკლავზე ცხელი უთო დაადეს. მისივე თქმით, თავდამსხმელები ფულსა და ძვირფასეულობას ითხოვდნენ, თუმცა ვერაფრის წაღება მოახერხეს.

 

დაზარალებულის მეუღლე ჟურნალისტებს სახლის კარს მიღმა ესაუბრა და თქვა, რომ ინფორმაციის გაცემა პოლიციელებმა აუკრძალეს.

 

შსს–ში ამბობენ, რომ ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და დამატებით დეტალებს არ ახმაურებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი