“საქართველოს განუყოფელი ნაწილია აფხაზეთი, ისევე, როგორც ცხინვალი, და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით ჩვენ დავიწყებთ დეოკუპაციის პროცესს,”– განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
შეთანხმების პროექტის თანახმად, ინტეგრაციისა და პარტიორობის ძირითად მიმართულებებად განსაზღვრულია შეთანხმებული საგარეო პოლიტიკის გატარება; თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის ფორმირება; ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნა და საერთო კულტურული და ჰუმანიტარული სივრცის შენარჩუნება.
გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთის საზღვრების ერთობლივად დაცვას და ერთობლივი სამხედრო შენაერთების შექმნას. შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში კი, მხარეები ვალდებული იქნებიან ერთმანეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ. პროექტის მიხედვით, საქართველოსთან საზღვარზე კონტროლი ეტაპობრივად უნდა გამკაცრდეს, რუსეთთან კი პირიქით – ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას.
