ახალი ამბები

მათიკაშვილმა “ძალა ერთობაშიას” ლოგო ფრანკოს სიმბოლიკას შეადარა

15 აპრილი, 2019 • 1003
მათიკაშვილმა “ძალა ერთობაშიას” ლოგო ფრანკოს სიმბოლიკას შეადარა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით მათიკაშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის (“ძალა ერთობაშია”) ლოგო (გაერთიანებული ისრები) ფრანკოს ფაშისტური ძალის სიმბოლიკას შეადარა. ამის შესახებ მათიკაშვილმა იურიდიულ კომიტეტზე განაცხადა, სადაც რამდენიმე საკითხზე, მათ შორის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე კამათობდნენ.

ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საარჩევნო სისტემა და ბონუსი, რომლის სანაცვლოდაც მმართველი გუნდი მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას თმობდა, ბენიტო მუსოლონის მიერ იყო მოფიქრებული.

“რაც შეეხება ბენიტო მუსლონის, [მისი საარჩევნო] სისტემა უარყავით, სამაგიეროდ ესპანელი ფაშისტების სიმბოლიკას შეუერთდით: გაერთიანებულმა ოპოზიციამ რა სიმბოლიკაც აირჩია, რომ ნახოთ, ისტორიულად ზუსტად ეგ სიმბოლიკაა”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი