ახალი ამბები

დებატებისთვის მხოლოდ პოროშენკო მივიდა, ზელენსი შესაძლოა 5 დღეში მივიდეს

14 აპრილი, 2019 •
დებატებისთვის მხოლოდ პოროშენკო მივიდა, ზელენსი შესაძლოა 5 დღეში მივიდეს

უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვლადიმირ ზელენსკის უპირისპირდება, 14 აპრილს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე მივიდა იმის მიუხედავად, რომ ზელენსკიმ მისვლაზე უარი თქვა.

პოროშენკომ რამდენიმე კვირის წინ მიიღო ზელენსკის გამოწვევა, თუმცა კანდიდატები დებატების თარიღზე ვერ შეთანხმდნენ. პოროშენკოს 14 აპრილი ერჩია, ზელენსკის — 19 აპრილი.

რადიო თავისუფლება იუწყება, რომ სტადიონის ადმინისტრაციის თანახმად, დებატები 19 აპრილსაც არის ჩანიშნული, რაც ტოვებს შესაძლებლობას, რომ ზელენსკი ამ დღეს მივა სტადიონზე და მარტო მიმართავს ამომრჩეველს.

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თანახმად, ზელენსკიმ ხმათა 30.24% მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი – 15.95%. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება.

ვლადიმერ ზელენსკიმ ვიდეორგოლში, რომელშიც ოლიმპიურ სტადიონზე არის გადაღებული, პეტრო პოროშენკო სახალხო დებატებში გამოიწვია და მას 24-საათიანი ვადა მისცა პასუხისთვის. პეტრო პოროშენკომ ზელენსკის ასევე ვიდეომიმართვით უპასუხა და დათანხმდა გამოწვევას.

პოროშენკომ 14 აპრილს, სტადიონზე მისვლის შემდეგ, კვლავ მოუწოდა ზელენსკის, მოსულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ყოველდღე სატელევიზიო დებატებში გამოწვევით დაემუქრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი