ძალოსნობაში ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მძიმე წონაში ატაცის კატეგორიაში ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ირაკლი თურმანიძემ – ვერცხლი.
თურმანიძემ პირველ ცდაზე 195 კგ აიტაცა, მეორეზე – 201, ხოლო მესამეზე – 206 კგ.
რაც შეეხება ტალახაძეს, პირველ ცდაზე – 208 კგ, ხოლო მეორეზე 218 და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
მძიმე წონაში გათამაშება გრძელდება და მედლები კიდევ გათამაშდება აკვრასა და ორჭიდში.