ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღებაზე თანამშრომელი დააკავა

10 ოქტომბერი, 2014 • • 1095
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღებაზე თანამშრომელი დააკავა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიება 2014 წლის 5 ოქტომბერს მოხელეთა მიერ ქრთამის აღების ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით) დაიწყო.  


იუსტიციის სამონისტროს ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქის ზეპირი შეტყობინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტის მხრიდან ქრთამის მოთხოვნის შესახებ.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა მოალაქემ გადაწყვიტეა მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად დაყოფა შემდგომი რეალიზაციის მიზნით და აღნიშნულის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირება.


ამისათვის 2014 წლის 24 სექტემბერს მოქალაქე დაუკავშირდა მის ნაცნობს – ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტს და სთხოვა დახმარება ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის დაჩქარებული წესით დაყოფასა და რეგისტრაციაში.


2014 წლის 10 ოქტომბერს, ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში ნაკვეთის დაყოფის შესახებ დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტმა (რ.გ.-მ) მოქალაქისგან (ვ.გ-სგან) რეგისტრაციის დაჩქარებული წესით (5 სამუშაო დღის ნაცვლად 3 დღეში) დასრულების სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღო 650 ლარი.

დაკავება
დაკავება

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი