ახალი ამბები

ბათუმის საკრებულოში ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენიეს, რის შემდეგაც ჩხუბი ატყდა

12 აპრილი, 2019 • 1599
ბათუმის საკრებულოში ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენიეს, რის შემდეგაც ჩხუბი ატყდა

„ზუსტად ვიცი, ტერენტი გრანელის ერთი ლექსიც არ იცი,“ – ამ სიტყვებით მიმართა ბათუმის საკრებულოს წევრმა მირდატ ქამადაძემ საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლი პატარიძეს. პატარიძე ამ დროს  ბათუმში ტერენტი გრანელის ძეგლის დადგმის საკითხს აცნობდა საკრებულოს და პოეტი მოიხსენია, როგორც პროზაიკოსი.

პატარიძეს საკრებულოს წევრი მირდატ ქამადაძე გამოეპასუხა და უთხრა, რომ გრანელი არა პროზაიკოსი, არამედ პოეტი იყო.

„კამერების წინ კეკლუცს დაანებე თავი. შენ ხარ კამერების წინ მოკეკლუცე ადამიანი. შენ პოლიტიკოსი არ ხარ“, – უთხრა ირაკლი პატარიძემ მირდატ ქამადაძეს შენიშვნის პასუხად.

 

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on Friday, April 12, 2019

დეპუტატებმა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენს, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დღეს, 12 აპრილს, ეს უკვე მეორე დაპირისპირებაა მათ შორის. ცოტა ხნით ადრე საკრებულოს სხდომაზე ასევე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

გაგრძელება

მინდა, ტერენტი გრანელს მოვუხადო ბოდიში – ბათუმის საკრებულოს წევრი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი