თუ დაინახავთ, რომ მშენებლობაზე ან სხვა სამუშაოს შესრულებისას შრომის უსაფრთხოების პირობები დაცული არ არის — მუშებს არ ახურავთ ჩაფხუტები, არ არიან შენობაზე დამცავი თოკებით დამაგრებული, ან სხვა რამე მოგხვდებათ თვალში — გადაუღეთ ფოტო/ვიდეო და გამოგვიგზავნეთ.
თუკი ფოტო-ვიდეოგადაღების შესაძლებლობა არ გაქვთ, ან ვერ მოახერხეთ, უბრალოდ, მოგვწერეთ სამშენებლო ობიექტის მდებარეობა/მისამართი. ჩვენ აუცილებლად მოვიკითხავთ შესაძლო დარღვევებს როგორც მშენებელთან, ისე ზედამხედველ ორგანოებთან.
ნეტგაზეთს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ
- ფეისბუქზე
- ინსტაგრამზე
- ტვიტერზე
- იმეილზე: info@netgazeti.ge
- ტელეფონის ნომერზე: 0322 94 26 42;
ამასთან, შეგიძლიათ თვითონაც დაუკავშირდეთ ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს. თუ ობიექტი, სადაც სავარაუდო დარღვევას დაინახავთ, დედაქალაქში მდებარეობს, შეგიძლიათ თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციასაც დაუკავშირდეთ.
შრომის ინსპექციის დეპარტამენტს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფეისბუქზე, ან ნომერზე: 15 05
თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე: 0322 72 22 22
ნახეთ ასევე:
თბილისის ცენტრში, შენობის ფასადზე მუშებს დამცავი თოკების გარეშე ამუშავებდნენ [ვიდეო]