ახალი ამბები

სოფო ჯაფარიძემ პრემიერის თანაშემწის პოსტი დატოვა

12 აპრილი, 2019 • 1355
სოფო ჯაფარიძემ პრემიერის თანაშემწის პოსტი დატოვა

პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად გააგრძელებს საქმიანობას, მალე გახდება ცნობილი. ჯაფარიძე მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს წარმატებული თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

“მიუხედავად იმისა, რომ არც ძალისხმევა დამიკლია საქმისთვის და არც მონდომება, ვისურვებდი, მეტის გაკეთება შემძლებოდა. გულწრფელად მინდა, რომ ის ადამიანი, ვინც გადაიბარებს ჩემს საქმიანობას, სახელმწიფომ უზრუნველყოს მეტი რესურსით (როგორც ადამიანური, ისე ფინანსურით) იმისთვის, რომ შეძლოს თავისი მოვალეობების უკეთ განხორციელება. ამ პოზიციაზე მუშაობა იყო ძალიან დიდი პატივი და, ამავდროულად, უკიდეგანოდ დიდი პასუხისმგებლობა. იყო დღეებიც, როდესაც მიფიქრია, რომ სხვადასხვა სახის გამოწვევებს, უბრალოდ, ვეღარ გავუმკლავდებოდი, თუმცა გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ თუ ადამიანს გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ და გული შეგტკივა მიზეზზე, ყველაფერს გაუმკლავდები”, – წერს ჯაფარიძე.

მისი თქმით, არ არის დრო არაჯანსაღი კონკურენციისთვის და ინდივიდულური პიარისთვის.

“არ არის აუცილებელი, ყველას ერთმენთი მოგვწონდეს (აქაც ისევ ყველა სექტორში დასაქმებულ ადამიანს ვგულსხმობ) და ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ვიყოთ, თუმცა აუცილებელია კონსტრუქციულობა და ერთმანეთის პატივისცემა ( რასაც, ბუნებრივია, დამსახურება სჭირდება). იმედი მაქვს, რომ თქვენი პატივისცემა დავიმსახურე”, – წერს ჯაფარიძე.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება პრემიერის ახალი მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი