ახალი ამბები

შსს–ს ცნობით, დაკავებულია სამეგრელოში ჯგუფური ყაჩაღობის მონაწილე

8 ოქტომბერი, 2014 •
შსს–ს ცნობით, დაკავებულია სამეგრელოში ჯგუფური ყაჩაღობის მონაწილე

გამოძიების ცნობით, დაკავებული მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს 4 პირთან ერთად ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მოხუცი ცოლ-ქმრის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, 150 ლარი და მედლები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

შსს–ს ცნობით, სამართალდამცავებმა კობა ე. 8 ოქტომბერს ზუგდიდში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი გატაცებული მედლები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. პოლიციის ცნობით, დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

 

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი