საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მხარეების არგუმენტებს ისმენს.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს ქეთევან კრაწაშვილს მიაჩნია, რომ სახალხო დამცველის სარჩელი სამართალწარმოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს და საკონსტიუციო სასამართლომ ამიტომ ის განსახილველად არ უნდა მიიღოს.
სახალხო დამცველის წარმომადგენელის განმარტებით, დავის საგანს წარმოადგენს “სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილების 10(3)-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლსა და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
“სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილება არეგულირებს ბავშვის რეინტეგრაციისა და მინდობით აღზრდისთვის სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები დისკრიმინაციულია ბავშის ბიოლოგიური მშობელის მიმართ, რადგან გასაჩივრებული რეგულაცია მათთვის აწესებს უფრო დაბალ სოციალურ შემწეობას, ვიდრე ეს მინდობით ბავშვის აღზრდასთან არის გათვალისწინებული.
მოსარჩელის განმარტებით, იმის გამო, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბავშვის ბიოლოგიურ მშობლებისთვის უფრო ცუდი პირობების შეთავაზება ხდება, ვიდრე მინდობით ბავშის აღმზრდელებისთვის, ირღვევა კონსტიტუციის 36-ე მუხლი, რომელიც ოჯახურ ცხოვრებას იცავს.
სახელმწიფო მინდობით აზრდის შემთხვევაში დედობილსა და მამობილს 450 ლარს უხდის, ხოლო ბიოლოგიურ მშობლებს 90 ლარს (130 იმ შემთხვევაში თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა ბავშვი).