ახალი ამბები

ივანიშვილი შავგულიძეს თავს მურუსიძის შპარგალკებით ესხმოდა – რატიანი

10 აპრილი, 2019 • 968
ივანიშვილი შავგულიძეს თავს მურუსიძის შპარგალკებით ესხმოდა – რატიანი

ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში შალვა შავგულიძეს თავს “ლევან მურუსიძის მიერ დაწერილი შპარგალკებით” ესხმოდა. რატიანის აზრით, ეს ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილს ოპოზიციის შიგნით მიმდინარე კოორდინაციის პროცესის ეშინია.

როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა საარჩევნო ბლოკი შექმნეს. ამასთან, ოპოზიცია ერთად იბრძვის საარჩევნო სისტემის შესაცვლელად.

“ივანიშვილმა არა მხოლოდ გააღატაკა საქართველო, არამედ ახლა ის უკვე შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოებას, როცა ამბობს, რომ რეალობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე – აღქმა. ჩვენ ვნახეთ შეშინებული ივანიშვილი, რომელსაც, როგორც ჩანს, ეშინია იმ პროცესების, რაც ოპოზიციაში მიმდინარეობს”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

ამავე თემაზე

რატომ არ გავასაჩივრე გირგვლიანის I ინსტანციის განაჩენი სააპელაციოში – შალვა შავგულიძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი