ახალი ამბები

ზვიად ჯანყარაშვილი “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი გახდა

6 ოქტომბერი, 2014 •
ზვიად ჯანყარაშვილი “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი გახდა

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს, 20:00 საათზე დაიწყო და 2 საათი გაგრძელდა. პარტიის განცხადებით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე საკითხებიც, ასევე, ის კანონპროექტები, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო უახლოეს პერიოდში განიხილავს.

 

“ქართული ოცნების” წევრმა, პარლამენტარმა ეკა ბესელიამ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ზვიად ჯანყარაშვილი “ქართული ოცნებისთვის” შესაფერისი კანდიატია.

 

ზვიადს აქვს ძალიან კარგი პიროვნული რესურსი, გამოცდილება, პროფესიული, კომუნიკაციის უნარი, მენეჯმენტის ცოდნა და ორგანიზაციული თვისებები, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენს პარტიას შიდა სტრუქტურული საკითხების გადასაწყვეტად”, – განუცხადა ეკა ბესელიამ “ქრონიკას.”

 

გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, ზვიად ჯანყარაშვილის “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნად შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია “რუსთავი 2”-მა 22 სექტემბერს გაავრცელა.

 

ქართული ოცნება
ქართული ოცნება

“ქართული ოცნების” იურიდიულ საკითხთა სამსახურის უფროსმა თედო კობახიძემ გააცხადა, რომ ზვიად ჯანყარაშვილის კანდიდატურა ნამდვილად განიხილებოდა.

 

ჯანყარაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე.

 

გენერალური ინსპექციის უფროსი ზვიად ჯანყარაშვილი თანამდებობიდან 15 აპრილს გადადგა. ის საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი