ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი შენგენის ვიზების გაცემაზე უარის თქმის გამო შეშფოთებულია

4 ოქტომბერი, 2014 • • 1472
სოხუმი შენგენის ვიზების გაცემაზე უარის თქმის გამო შეშფოთებულია

სოხუმი რუსეთში პოლონეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია და წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ ღირებულებებთან.

 

“დისკრიმინაციული სქემით მოქმდებებისას, საკონსულოს თანამშრომლებმა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს, ვიდრე ის, რომ აფხაზეთის წარმომადგენლებს დამცინავად ურჩიონ, ვიზებზე “თბილისს მიმართონ,”- წერია უწყების განცხადებაში.

 

სოხუმი აღნიშნულ ფაქტს სამრცხვინოს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს არის “საქართველოს და მისი დასავლელი მოკავშირეების პოლიტიკის გაგრძლეება – იზოლაციაში მოაქციონ აფხაზეთის საზოგადოება.”

 

“მათ ინტერესებშია აფხაზეთის საზოგადოებას არ მისცენ სიტყვის გამოსვლის საშუალება ფართო საერთაშორისო ტრიბუნებზე. ეს და სხვა მაგალითები მოწმობს იმას, რომ საქართველო აგრძელებს “სხვა საშუალებებით ბრძოლას” და ისევ თვალთმაქცურ-სამშვიდობო დეკლარაციებს ეფარება. 


საუკეთესო პასუხი ამ ქმედებებზე იქნება თავდაცვითი თანაშრომლობის გაღრმავება რუსეთის ფედერაციასთან, ასევე, რუსულ-აფხაზური ინტეგრაციის ხარისხის ზრდა სხვადსხვა სფეროში,”- წერია განცხადებაში.

 

აქვე ნათქვამია, რომ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის მოქალაქეების დისკრიმინაციის საკითხს ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე კვლავ დააყენებს.


მანამდე ჟურნალისტებს აფხაზეთიდან უარი ჩეხეთში შესვლაზე უთხრეს.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   



მასალების გადაბეჭდვის წესი