„ბათუმელებმა“ ამ კითხვებით საქართველოს რკინიგზას მიმართა, თუმცა რკინიგზაში ამ დრომდე არ ასახელებენ მიზეზს, თუ რატომ გაუქმდა თბილისი-ბათუმის ღამის მატარებელი. „საქართველოს რკინიგზა ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს“ – განაცხადა საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ.
თბილისი-ბათუმის ღამის მატარებლის გაუქმებას საზოგადოების იმ ნაწილის პროტესტი მოჰყვა, ვინც ხშირად მგზავრობს მატარებლით. 30 სექტემბერს აჭარის მთავრობის შენობასთან თბილისი-ბათუმის ღამის მატარებლის პირველი ოქტომბრიდან გაუქმება შემადგენლობის თანამშრომლებმა და მგზავრებმა გააპროტესტეს.