ახალი ამბები

ზვიად რატიანი კონკურსის “ევროპელი პოეტები თავისუფლებისთვის” ნომინანტთა შორისაა

5 აპრილი, 2019 • 1573
ზვიად რატიანი კონკურსის “ევროპელი პოეტები თავისუფლებისთვის” ნომინანტთა შორისაა

ქართველი პოეტი ზვიად რატიანი კონკურსის “ევროპელი პოეტები თავისუფლებისთვის” ნომინანტთა შორისაა.

კონკურსი პოლონეთის ქალაქ გდანსკის მერიის მიერაა ორგანიზებული და მისი მიზანი თანამედროვე პოეზიის პოპულარიზება და ხელშეწყობაა.

როგორც ღონისძიების გვერდზეა განმარტებული, ნომინანტებს ევროპის მასშტაბით მოღვაწე პოეტებს შორის არჩევენ, რომლებიც თავისუფლებაზე წერენ და რომელთა შემოქმედებასაც გამორჩეული მხატვრული ღირებულება აქვს.

ლიტერატურული ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული კონკურსის გამარჯვებული დასახელდება, 2020 წლის მარტში მეექვსედ გაიმართება.


პოეტი ზვიად რატიანი ამჟამად ავსტრიაში ცხოვრობს. ის გასული წლის 24 დეკემბერს, ღამით დააკავეს და 10 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავებოდა, პოეტი სამართალდამცველებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. რატიანის თქმით, პოლიციელებმა მას შეურაცხყოფა იმის გამო მიაყენეს, რომ ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა.

რატიანის დაკავების კადრები პოლიციელებმა პირადი მობილურით გადაიღეს. ეს კადრები საზოგადეობრივმა მაუწყებელმა შსს–დან გამოითხოვა და ახალი ამბების გამოშვებაში უჩვენა. მოგვიანებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შსს-ს ვიდეო საკუთარი პლატფორმიდან წაშალა.

 

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

ზვიად რატიანი მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სასამართლოს მიმართავს

მასალების გადაბეჭდვის წესი