TI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე მეტად ეკლესიას და რელიგიურ ორგანიზაციებს ენდობა, ხოლო ყველაზე ნაკლებად – მედიას.
კვლევის მიხედვით, ინსტიტუტების ნდობის მაჩვენებელი:
- ეკლესია და რელიგიური ორგანიზაციები – 55%;
- მასწავლებლები – 31%;
- ექიმები – 22%;
- პოლიცია – 19%;
- ადგილობრივი ხელისუფლება – 14%;
- საქართველოს პრეზიდენტი – 11%;
- ცენტრალური საარჩევნო კომისია – 10%;
- საქართველოს პრემიერ-მინისტრი – 9%;
- არასამთავრობო ორგანიზაციები – 8%;
- სასამართლო – 5%;
- საქართველოს პარლამენტი – 5%;
- მედია – 3%.
აღნიშნული განწყობები გამოკვეთა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა 2087 ადამიანის გამოკითხვამ, რომლის საშუალო ცდომილება 2,3%-ს შეადგენს.
იხილეთ, ასევე:
გამოკითხულთა 87%-ის აზრით, ხელისუფლება მოსამართლეთა კლანს ხელს აფარებს – TI-ის კვლევა