ახალი ამბებირეკლამა

ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ხარისხის შეფასება ევროპული პრინციპებით მოხდება

5 აპრილი, 2019 • 1029
ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ხარისხის შეფასება ევროპული პრინციპებით მოხდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საკანონმდებლო ცვლილებები მომზადა, რომელიც სრულად ეფუძნება შესაბამის ევროპულ მოთხოვნებს. შედეგად, ქვეყანა, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის კუთხით, თანამედროვე ევროპულ პრინციპებზე გადავა, რაც ჰაერის ხარისხის შეფასების სისტემის გაუმჯობესებას გულისხმობს.

აღნიშნული მიმართულებით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქს და ეს პროგრესი გრძელდება; იზრდება და ახლდება მონიტორინგის ქსელი, ფართოვდება იმ ნივთიერებების სპექტრი, რომლებზეც მუდმივი დაკვირვება მოხდება, ეს ნივთიერებებია დარიშხანი, კადმიუმი, ნიკელი. ჰაერის ხარისხის მართვა თანამედროვე საუკეთესო ევროპულ პრაქტიკაზე დაყრდნობით განხორციელდება. კერძოდ, ქვეყნის ტერიტორია დაიყოფა ზონებად, სადაც ჰაერის ხარისხის მართვა ინდივიდუალური მიდგომებით მოხდება.

იმ ზონებში, სადაც დაფიქსირდება დადგენილ სტანდარტზე მაღალი დაბინძურება, შემუშავდება და განხორციელდება ჰაერის ხარისხის მართვის გეგმები, დედაქალაქში დანერგილი პრაქტიკის მსგავსად. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მოიწონა და განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი