ახალი ამბები

ჩრდილოეთ კაროლინაში შესაძლოა ცხოველზე მოძალადეთა ონლაინ-სია შექმნან

5 აპრილი, 2019 • 1076
ჩრდილოეთ კაროლინაში შესაძლოა ცხოველზე მოძალადეთა ონლაინ-სია შექმნან

ჩრდილოეთ კაროლინაში შესაძლოა ცხოველებზე მოძალადეების ონლაინ-სია შეიქმნას. ამას ითვალისწინებს შტატის რამდენიმე სენატორის მიერ მომზადებული კანონპროექტი.

კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება ონლაინ-პლატფორმა, სადაც აიტვირთება ცხოველებზე მოძალადეების ფოტოები, სახელები, გვარები. ინიციატივის მიხედვით, ეს ინფორმაცია პლატფორმაზე 2 წლის განმავლობაში იქნება განთავსებული. საუბარია მხოლოდ იმ ადამიანების ვინაობის გასაჯაროებაზე, ვის შესახებაც სასამართლოს გადაწყვეტილება იარსებებს.

კანონპროექტის ავტორების განცხადებით, მიზანი შტატში ცხოველების წამების შემცირებაა, რომელსაც ზრდადი ტენდენცია ახასიათებს.

CNN-ის ცნობით, დაახლოებით მსგავსი ტიპის პლატოფრმები არსებობს სექსუალური მოძალადეების იდენტიფიცირებისთვის.

კანონპროექტით, ცხოველზე პირველი ძალადობის შემთხვევაში, პირის საიდენტიფიკაციო მასალა საჯარო პლატფორმაზე 2 წლის განმავლობში იქნება ხელმისაწვდომი, განმეორებითი ძალადობის შემთხვევაში – 5 წლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი