ახალი ამბები

Anika Room – ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდებს

1 ოქტომბერი, 2014 •
Anika Room – ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდებს

“Anika Room”-ის საშუალებით შესაძლებელი გახდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სხვა მათი თანატოლებისთვის საზოგადოებაში ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება. ინტეგრირებული კლუბის მთავარი მიზანია ახალგაზრდების უფლებების დაცვა, მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება და მხარდაჭერა. აქ მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს დაეხმარება მომავალი პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებასა და დასაქმებაში.


კლუბი საერთაშორისო ორგანიზაციის “World Jewish Relief” მხარდაჭერით იწყებს ფუნქციონირებას. ახალგაზრდული კლუბის რეაბილიტაცია კოლეჯის „სპექტრი“ და ასოციაცია „ანიკას“ სოციალური პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა. კოლეჯი ატქიურად მუშაობს ამ კუთხით და თანადგომას უწევს ანალოგიური პროექტების უზრუნველყოფას. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ხელოვანთა ნამუშევრები.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს მთავრობის და ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო სკოლების დირექტორები.


ასოციაცია “ანიკა” არის არასამთავრობო ორგანიზაციის “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი, რომელიც საქართველოში შეზრუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სამოქალაქო ინტერესებს და უფლებებს იცავს. ფუნქციონირებს დღის ორი ცენტრი, სადაც ბენეფიციარები სხვადასხვა პროფესიულ უნარ-ჩვევებს და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ცოდნას იძენენ.


მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ამ ვებ-გვერდს: www.spectr.org

მასალების გადაბეჭდვის წესი