კვიციანი დეპუტატებს სთავაზობს, დინამიკების შესაძენად 100-100 ლარი შეაგროვონ

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანი დეპუტატებს სთავაზობს, ხმის აპარატურის შესაძენად 100-100 ლარი შეაგროვონ.

დეპუტატის თქმით, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში “არაფერი ისმის”.

“ბატონო თავმჯდომარევ, საერთოდ არაფერი ისმის დარბაზში, ვინ რას ლაპარაკობს. 150 კაცი ვზივართ აქ და იქნებ 100-100 ლარი შევაგროვოთ ყველამ ხელფასებზე და ვიყიდოთ ეს დინამიკები და ნორმალურად გავიგებთ ერთმანეთის ლაპარაკს”, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.


საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში აკუსტიკის პრობლემებზე დეპუტატებმა რამდეჯერმე განაცხადეს.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტში აკუსტიკის პრობლემაზე მუშაობა დაიწყეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.