ნეტგაზეთი | აფხაზეთში საქართველოსგან გათავისუფლების 21–ე წლისთავი აღნიშნეს აფხაზეთში საქართველოსგან გათავისუფლების 21–ე წლისთავი აღნიშნეს – Netgazeti
RU | GE  

აფხაზეთში საქართველოსგან გათავისუფლების 21–ე წლისთავი აღნიშნეს

“აფხაზეთში საქართველოს სამხედრო ძალებისგან გათავისუფლების 21–ე წლისთავი აღნიშნეს,”– წერს გამოცემა აპსნიპრესი. 

“აფხაზეთის დედაქალაქის გათავისუფლების ოპერაცია 11 დღე გრძელდებოდა. 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის ჯარებმა დიდი დანაკარგების შედეგად მოწინააღმდეგის წინააღმდეგობა დაძლიეს და სოხუმი გაათავისუფლეს. ამ მოვლენამ აფხაზეთის არმიის საქართველოს აგრესორებზე გამარჯვება მოიტანა. შემდგი სამი დღის განმავლობაში აფხაზეთის არმია მდინარე ენგურს მიუახლოვდა და 30 სექტემბერს საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე დროშა აღმართა,”– წერს გამოცემა.


ოფიციალური ინფორმაციითვე, სოხუმში, მეომრების მემორიალთან ვეტერანებთან და ომში დაღუპლთა ოჯახების წევრებთან ერთად ახალარჩეული პრეზიდენტი, რაულ ჯახიმბა და მთავრობისა და პარლამენტის წევრები მივიდნენ და ყვავილებით შეამკეს. 


27 სექტემბერი საქართველოშიც აღნიშნეს – სოხუმის დაცემიდან 21 წლის თავზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთში დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგეს და კონფლიქტის გადაჭრის პერსპექტივებზე ისაუბრეს.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინოლოგია, –––––––––––––––––––––––––––––––––– , –––––––––––––––––––––––––––––––––––––