ახალი ამბები

კალაძე ამბობს, რომ არ გაუკვირდება, თუ ფანჯიკიძე და წულუკიანიც გადადგებიან

4 ნოემბერი, 2014 • • 1053
კალაძე ამბობს, რომ არ გაუკვირდება, თუ ფანჯიკიძე და წულუკიანიც გადადგებიან

“ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, თუმცა ერთი გუნდის წევრები არიან და ეს ნორმალურია, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა აქვთ. მე არ გამიკვირდება, რომ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღონ, თუმცა ხვალ გვაქვს კოალიციის გაფართოებული შეხვედრა, სადაც ბევრ საკითხს მოეფინება ნათელი”, – განაცხადა კალაძემ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში”.

 

პეტრიაშვილის განცხადებას კი იმის თაობაზე, რომ “ახლოვდება დიქტატურა და დემოკრატია საფრთხეშია”, კალაძემ უპასუხა:

 

“დღეს თუ საქართველოში დიქტატურაა, ამაზე საუბარი მეუხერხულება, დღეს პოლიტიკური, განსხვავებული შეხედულებების გამო ქვეყანაში ადამიანები არ იდევნებიან.”

 

კალაძის თქმით, იმას, რაც დღეს მოხდა მთავრობაში, პოლიტიკურ კრიზისს ვერ დაარქმევდა:

 

“ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ რაც მოხდა- მოხდა, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ”, – განაცხადა კალაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან დაითხოვა ირაკლი ალასანია, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ პროკურატურის საგამოძიებო მოქმედებები თავდაცვის სამინისტროში იყო შეტევა ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე. პრემიერის გადაწყვეტილების შემდეგ პოსტი დატოვა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. ალასანიას თანაგუნდელები არიან, ასევე, მინისტრმა კაბინეტის წევრები – საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

 

ხვალ, 5 ნოემბერს დანიშნულია კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელშიც ასევე მონაწილეობა უნდა მიიღონ “თავისუფალმა დემოკრატებმა” და პირადად ირაკლი ალასანიამაც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი