ახალი ამბები

პოეზიისა და ხელოვნების საღამო კოლეჯში „სპექტრი“

27 სექტემბერი, 2014 •
პოეზიისა და ხელოვნების საღამო კოლეჯში „სპექტრი“

 „წარმოუდგენელი იყო ჩემთვის იმის გაფიქრება, რომ განათლების მიღების შესაძლებლობა და პირობები მომეცემოდა. ერთხელ ვათვალიერებდი პროფესიული კოლეჯის სპექტრის გვერდს და უცებ შევწყვიტე დათვალიერბა, გული რომ არ მტკენოდა, რადგან ვფიქრობდი, რომ მე ვერასოდეს შევძლებდი ამ კოლეჯში სწავლას. ერთხელ, კოლეჯის დირექტორმა, ბატონმა მათემ მომწერა და შემომთავაზა სწავლება ამ კოლეჯში, ეს უბრალო დამთხვევა იყო. მე ის დავიმატე ფეისბუქის გვერდზე. თავდაპირველად გულისყურით არ მოვკიდებივარ მის შემოთავაზებას, მაგრამ მერე, რომ დავაკვირდი, რა საინტერესოდ მწერდა და რა კარგად იცოდა ყველა ის პრობლემა, რაც შეიძლებოდა შემქმნოდა არაადაპტირებული გარემოს გამო, სურვიული გამიჩნდა სწავლის. მან მითხრა, რომ სასწავლებელში შენდებოდა საცხოვრებელი შშმ სტუდენტებისთვის. კოლეჯმა გამოჰყო საცხოვრებელი ოთახი და შემიქმნა ყველა საჭირო გარემოება. გავხდი სტუდენტი, ჩემი ოცნება ასრულდა…. მალე გადმომცემენ პროფესიული სასწავლებლის სახელმწიფო დიპლომს და მაქვს დასაქმების პერსპექტივა. იმედით ვუყურებ ცხოვრებას!….“ აღნიშნავს დიანა.  

 

ახალი 2014-2015 სასწავლოწლიდან კოლეჯი კვლავ  მზადაა სპეციალური  საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების მისაღებად.

 

კოლეჯმა დიანას სწავლების დასასრული  შემოქმედებითი ღონისძიებით აღნიშნა. დიანა თავად წერს ჩანახატებს და ხატავს.

 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო  თვითნასწავლი მხატვრის ნინო მჭედლიშვილის ნამუშევრები, კერძოდ ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. ნაჩვენები იყო გოდერძი შარაშიას ფილმი „წერილი“. ფილმი ეძღვნება ათონის  მთაზე ბერად აღკვეცილ ქართველ ბერს. ფილმი საპატიო სიგელით დაჯილდოვებული ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე – „მემკვიდრეობა“.

 

საღამოს პოეზიით  გაამრავალფეროვა  საქველმოქმედო ფონდის „ თბილი სამყაროს“ დამფუძნებელი, პოეტი ანა ლაშხელმა და ახალგაზრდა პოეტმა მაკა ჯანელიძემ.

 

„დღევანდელი საღამო ჩემთვის პირველი საჯარო გამოსვლა იყო. ვთვლი, რომ საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართულობა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია.ძალიან თბილი და სასიამოვნო გარემო იყო. მადლობა  ღონისძიების ორგანიზატორებს“_ აღნიშნა მაკა ჯანელიძემ.

   საქველმოქმედო საღამო კოლეჯში „სპექტრი“
საქველმოქმედო საღამო კოლეჯში „სპექტრი“



მასალების გადაბეჭდვის წესი