ახალი ამბები

აქციის მონაწილეები კალაძის სახლთან მივიდნენ

1 აპრილი, 2019 • 1256
აქციის მონაწილეები კალაძის სახლთან მივიდნენ

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლების მოთხოვნით გამოსული დემონსტრანტები თბილისის მერის, კახა კალაძის სახლთან მივიდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც მათი მოთხოვნისამებრ, 23:00-მდე თბილისის მერი და მთავრობის წევრები ადგილზე არ გამოცხადდნენ.

თბილისის მერიამ აქციის მონაწილეთა მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ კალაძე მზადაა, დემონსტრანტებისაგან დაკომპლექტებულ რამდენიმეკაციან ჯგუფს შეხვდეს. თუმცა აღნიშნულზე აქციის მონაწილეებმა უარი თქვეს.

მანამდე შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლების მოთხოვნით გამოსულ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ჭავჭავაძის გამზირზე დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა.

აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილის ერთ მხარეს დასხდნენ იმ ობიექტის წინ, სადც 31 მარტს, მიწის ჩამოშლის შედეგად, ორი მუშა დაიღუპა და აცხადებდნენ, რომ არ დაიშლებოდნენ, სანამ ადგილზე მერი და მთავრობის წევრები არ მივიდოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი