დაპირისპირება აქციაზე: აქტივისტთა ცნობით, პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა[LIVE]

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლების მოთხოვნით გამოსულ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ჭავჭავაძის გამზირზე დაპირისპირება მოხდა.

პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი დაატოვებინეს და ტროტუარისაკენ შეავიწროვეს. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, ოთხი ადამიანი დაკავებულია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთისთვის” ეს ცნობა ჯერ არ დაუდასტურებიათ.

მანამდე,აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილის ერთ მხარეს დასხდნენ და აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ ადგილზე მთავრობის წევრები არ მივლენ. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს დროს 23:00-მდე აძლევენ.

ამჟამად აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის 5 ნომერთან, ვაკეში, იმ შენობასთან იმყოფებიან, სადაც 31 მარტს,  მუშაობისას, 2 ადამიანი დაიღუპა. ისინი თბილისის მერს, კახა კალაძეს, ასევე, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და მინისტრებს – დავით სერგეენკოსა და გიორგი ქობულიას – მოუწოდებენ, მივიდნენ ადგილზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან