მთაწმინდის გამგეობამ საჯარო სკოლებს შორის ფრენბურთის ტურნირი გამართა

მთაწმინდის გამგეობის ორგანიზებით, რაიონის საჯარო სკოლებს შორის ფრენბურთში გოგონათა და ვაჟთა ტურნირი ჩატარდა. „მთაწმინდის თასი 2019“-ის მოსაპოვებლად ტურნირში რვა გუნდი მონაწილეობდა, რომელთა შორის საპრიზო ადგილები ოთხმა გუნდმა დაიკავა.

პირველ ადგილზე, გოგონათა ნაკრებებს შორის, №51 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა, ვაჟების შეჯიბრში კი, პირველობა №58 საჯარო სკოლამ მოიპოვა. მეორე ადგილზე, გოგონათა შორის, ასევე №58 საჯარო სკოლა გავიდა, ვაჟებში კი მომდევნო საპრიზო ადგილი 42-ე საჯარო სკოლამ დაიკავა. ტურნირში გამარჯვებულებს მთაწმინდის გამგეობის წარმომადგენლებმა სპეციალური პრიზები – სპორტული მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერები დაურიგეს. პრიზიორებს საჩუქრად თასები და მედლებიც გადაეცათ.

გამარჯვებული გუნდები თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ფრენბურთის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით ჩატარდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი