მშენებლობისას მიწის ქვეშ მოყოლილ მეორე მუშას გეორადარით ეძებენ

თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე მშენებლობისას მიწის ჩამოშლის შედეგად ქვეშ მოყოლილ მეორე ადამიანს გეორადარის საშუალებით ეძებენ. ეს მოწყობილობა საშუალებას იძლევა, დადგინდეს, რა ადგილას შეიძლება იმყოფებოდეს ადამიანი.

ინფორმაციას ამის შესახებ ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის უფროსი, თეა გოდოლაძე ავრცელებს, რომელიც ადგილზე იმყოფება.

მშენებლობაზე მიწის ჩამოშლის შედეგად მიწის ქვეშ მოყოლილი ერთ-ერთი მუშა გარდაცვლილი დაახლოებით 8 საათისთვის იპოვეს. იგი 25 წლის იყო. მეორე ადამიანს, რომელიც 40 წლისაა, ჯერ კიდევ ეძებენ.

შსს-ს თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მშენებლობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

განახლება:

მაშველებმა მშენებლობაზე მიწის ქვეშ მოყოლილი მეორე მუშის ცხედარიც იპოვეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com