ახალი ამბები

მაშველებმა მშენებლობაზე მიწის ქვეშ მოყოლილი მეორე მუშის ცხედარიც იპოვეს

1 აპრილი, 2019 • 1972
მაშველებმა მშენებლობაზე მიწის ქვეშ მოყოლილი მეორე მუშის ცხედარიც იპოვეს

ჭავჭავაძის გამზირზე მშენებლობაზე მიწის ჩამოშლის შედეგად ქვეშ მოყოლილი მეორე მუშის ცხედარი თითქმის 8-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

პირველი ცხედარი — 25 წლის ჭიათურელი დავით აბესაძე — მაშველებმა დაახლოებით 20:00 საათისთვის ამოიყვანეს. მეორის, 40 წლის ედვარდ ვარიშოვის ძებნა დაახლოებით 8 საათს გაგრძელდა.


როგორც მერიის მუნიციპალური ინსეპქციის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიწა შენობის საძირვკელი გამაგრებითი სამუშაოებისას ჩამოიშალა და მუშები ქვეშ მოიყოლა. ჭავჭავაძის #5-ში საავადმყოფოს კომპანია ტრანსმშენი აშენებს. ბაგრატიონის თანახმადვე, მერიამ სამუშაოები შეაჩერა;

შსს-ს თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მშენებლობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

წაიკითხეთ ნეტგაზეთის არქივიდან:

მუშები ისევ იღუპებიან – რატომ ვერ მუშაობს სისტემა

მასალების გადაბეჭდვის წესი