ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მშენებლობაზე მიწის ჩამოშლის შედეგად ქვეშ მოყოლილი ერთ-ერთი მუშა გარდაცვლილი იპოვეს. იგი 26 წლის იყო.
მეორე ადამიანს, რომელიც 40 წლისაა, ჯერ კიდევ ეძებენ.
შსს-ს თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მშენებლობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.