“საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დიდი ხანია აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. წლის განმავლობაში სფფ-მ ოფიციალური წერილით რამდენჯერმე მიმართა შსს-ს და სთხოვა უეფადან მიღებული ინფორმაციის გადამოწმება საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში საეჭვო მატჩებთან დაკავშირებით. რამდენიმე კვირის წინ შედგა შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და შსს-ს ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელებს შორის, სადაც კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი ჩაწყობილი მატჩების გამოძიებასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა საქმეში გასარკვევად ორკვირიანი ვადა ითხოვეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს გაწეული სამუშაოსთვის და თანამშრომლობისთვის. გამოძიება გრძელდება და იმედი გვაქვს, ამ კორუფციულ გარიგებებში მონაწილე ყველა პირი და მხარე სათანადოდ აგებს პასუხს”, – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
სფფ მსაჯების დაკავებაზე: იმედი გვაქვს, ამ გარიგებებში მონაწილე ყველა პირი აგებს პასუხს
-
25.11.2026
რას ითხოვს ევროპარლამენტი ახალი რეზოლუციით
-
25.11.2026
„თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს – Black Friday-ს კვირეული დაიწყო
-
25.11.2026
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს
-
25.11.2026
ხელისუფლება ადასტურებს, რომ რეპრესიული მანქანის მმართველია — ღარიბაშვილი ციხიდან
-
25.11.2026
მინსკი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრების მოსკოვსა და თბილისში გაგრძელებას ელის
-
25.11.2026
როდის მოვიდა შუქი? – 1999 წელს ჩაბნელებულ საქართველოზე თავად “უცნობი” მღეროდა
