“საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დიდი ხანია აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. წლის განმავლობაში სფფ-მ ოფიციალური წერილით რამდენჯერმე მიმართა შსს-ს და სთხოვა უეფადან მიღებული ინფორმაციის გადამოწმება საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში საეჭვო მატჩებთან დაკავშირებით. რამდენიმე კვირის წინ შედგა შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და შსს-ს ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელებს შორის, სადაც კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი ჩაწყობილი მატჩების გამოძიებასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა საქმეში გასარკვევად ორკვირიანი ვადა ითხოვეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს გაწეული სამუშაოსთვის და თანამშრომლობისთვის. გამოძიება გრძელდება და იმედი გვაქვს, ამ კორუფციულ გარიგებებში მონაწილე ყველა პირი და მხარე სათანადოდ აგებს პასუხს”, – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
სფფ მსაჯების დაკავებაზე: იმედი გვაქვს, ამ გარიგებებში მონაწილე ყველა პირი აგებს პასუხს

-
23.11.2026 თორნიკე რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით ყალბი ვიდეოები ვრცელდება -
23.11.2026 რა (არ) თქვა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მოსკოვში უკრაინის საკითხზე -
23.11.2026 PSP-ს კამპანია „რეცეპტი: სიმართლე” ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა -
23.11.2026 სინდისის 7 პატიმარი თავისუფალია -
23.11.2026 გიორგი ოკმელაშვილმა 2,5-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა -
23.11.2026 ფაშინიანი: ახალი კონსტიტუცია აზერბაიჯანთან შეუქცევად მშვიდობას მოგვიტანს