“საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დიდი ხანია აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. წლის განმავლობაში სფფ-მ ოფიციალური წერილით რამდენჯერმე მიმართა შსს-ს და სთხოვა უეფადან მიღებული ინფორმაციის გადამოწმება საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში საეჭვო მატჩებთან დაკავშირებით. რამდენიმე კვირის წინ შედგა შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და შსს-ს ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელებს შორის, სადაც კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი ჩაწყობილი მატჩების გამოძიებასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა საქმეში გასარკვევად ორკვირიანი ვადა ითხოვეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს გაწეული სამუშაოსთვის და თანამშრომლობისთვის. გამოძიება გრძელდება და იმედი გვაქვს, ამ კორუფციულ გარიგებებში მონაწილე ყველა პირი და მხარე სათანადოდ აგებს პასუხს”, – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
სფფ მსაჯების დაკავებაზე: იმედი გვაქვს, ამ გარიგებებში მონაწილე ყველა პირი აგებს პასუხს
-
22.11.2026
რუსეთსა და საქართველოს შორის ახალ ფორმატში პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება – გალუზინი
-
22.11.2026
საქართველოში სუროგაცია სრულად აიკრძალება – კირცხალია
-
22.11.2026
პატრიარქი კირილე არის ომის მაკურთხებელი – მიტროპოლიტი იობი
-
22.11.2026
„მიუღებელია ვაღიაროთ ვინმე, ვინც ხელდასხმული არაა“ – რუსეთის საპატრიარქო მიტროპოლიტ თეოდორეს ციტატას ავრცელებს
-
22.11.2026
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს
-
21.11.2026
ანდრო ჭიჭინაძე სასამართლოში გადაღების აკრძალვას საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
