ახალი ამბები

“ენერგო პრო ჯორჯია”: აჭარაში ელექტროენერგია 2 000 აბონენტს არ მიეწოდება

24 სექტემბერი, 2014 • • 1187
“ენერგო პრო ჯორჯია”: აჭარაში ელექტროენერგია 2 000 აბონენტს არ მიეწოდება

“დღეს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად იქნება აღდგენილი. გურიაში აბონენტების დიდი ნაწილისთვის მოხერხდა ელექტროენრგიის მიწოდება. ჩვენ ის აბონენტები გვყავდა გათიშული, სადაც სტიქია განსაკუთრებით მძვინვარებდა. ეს იყო ოთხი სოფელი გურიის რეგიონში და ბათუმში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 1000–მდე აბონენტს ბარცხანას დასახლებაში” – აცხადებენ კომპანიაში. 

 

“ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ აჭარასა და გურიაში ძლიერი წვიმის გამო სტიქიის გააქტიურების შედეგად 24 სექტემბერს ტრანსფორმატორები დაზიანდა. კომპანია სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს.  

 

“ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიით ამარაგებს აჭარის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის რეგიონებში 971 000 აბონენტს. ამასთანავე, კომპანია საქართველოში 15-მდე ჰესის მფლობელია, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 470 მეგავატამდეა.

 

კომპანია, რომელიც 2006 წლის 31 ივლისს 100 ათასლარიანი საწესდებო კაპიტალით დარეგისტრირდა, დღეს საქართველოს ენერგოდისტრიბუციის ბაზრის 61%-ის და ელექტროენერგიის გენერეციის ბაზრის 17%-ის მფლობელია.

ელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი

მასალების გადაბეჭდვის წესი