ახალი ამბები

ვილნიუსში ქართველების ქუჩა გაიხსნა

27 მარტი, 2019 • 754
ვილნიუსში ქართველების ქუჩა გაიხსნა

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში “ქართველების ქუჩა” გაიხნა.

ლიეტუვაში მიმდინარე კულტურის დღეების “საქართველოს კულტურის გაზაფხული ლიეტუვაში 2019” ფარგლებში, ქუჩა საქართველოს ელჩმა ლიეტუვაში ხათუნა სალუქვაძემ და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ანსამბლ “სულიკოს” მომღერლებმა გახსნეს.

ინფორმაციას ამის შესახებ თავად ხათუნა სალუქვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

2018 წლის მაისში ლიეტუვამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ავთენტური დასახელების Sakartvelo-ს ლიეტუვურ ენაში დამკვიდრების თაობაზე. შესაბამისად, ვილნიუსში ახლად გახსნილ ქუჩას, ასევე, Kartvelu Street ანუ ქართველების ქუჩა ეწოდა.

მიმდინარე წელს დამეგობრებული დედაქალაქების – თბილისისა და ვილნიუსის დამეგობრების 10 წლისთავი აღინიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი