ახალი ამბები

საქართველო ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ირლანდიასთანაც დამარცხდა

27 მარტი, 2019 • 1651
საქართველო ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ირლანდიასთანაც დამარცხდა

ევრო 2020-ის შესარჩევზე, შვეიცარიასთან თბილისში წაგებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთ ნაკრები გასვლით შეხვედრაში ირლანდიასთანაც დამარცხდა და ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს.

დუბლინში ირლანდიელებმა საქართველოს ნაკრებს მინიმალური ანგარიშით მოუგეს. მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში სტანდარტული საჯარიმო დარტყმით ჰაურეჰეინმა გაიტანა გიორგი ლორიას კარში.

რეალური საგოლე მომენტები ორივე ნაკლებს არცთუ ისე ბევრი ჰქონდა, თუმცა, შვეიცარიიის ნაკრებისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრები ჯგუფის მეორე შეხვედრაში შეტევაში უფრო მეტხანს ცდილობდა დროის გატარებას.

საქართველოს ნაკრები ორჯერ იყო ახლოს გოლის გატანასთან; პირველ ტაიმში ვაკო გვილიას, ხოლო მეორე ტაიმში ჯაბა კანკავას შეეძლოთ მეტოქის კარში გოლის გატანა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის ძლიერი შორეული დარტყმული ირლანდიელთა ძელს მოხვდა.

  • რა ხდება ევრო 2020-ის შესარჩვის D ჯგუფში?

ამავე ჯგუფის ფავორიტი, შვეიცარიის ნაკრები სახლში დანიას დაუპირისპირდა და 84-ე წუთამდე სამბურთიანი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა სტუმრებმა დარჩნილ 9 წუთში (დამატებითი დროის ჩათვლით) 3 უპასუხო გოლი გაუტანეს შვეიცარიელებს. შესაბამისად, ორივე ნაკრებს თითო-თითო ქულა დაეწერათ.

ჯგუფში ორი მოგებითა და 6 ქულით ირლანდია ლიდერობს, რომელმაც საქართველომდე გასვლით მატჩში გიბრალტარი დაამარცხა მინიმალური ანგარიშით. მეორე ადგილზე შვეიცარიაა 4 ქულით, თუმცა დანიასა ერთი თამაშით ნაკლები აქვს და მისი მეტოქე გიბრალტარია.

საქართველოს ნაკრებს ორი თამაშიდან ორივე წაგება და 0 ქულა აქვს, რის გამოც ჯგუფში ბოლო ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას საქართველო დინამო არენაზე გიბრალტართან 7 ივნისს გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი