ახალი ამბები

წყალდიდობის გამო ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელი გზა დაიტბორა

20 სექტემბერი, 2014 • 1984
წყალდიდობის გამო ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელი გზა დაიტბორა

 “ძლიერი წვიმის გამო წყალში ჩარჩენილია მანქანები და ქობულეთის სამაშველოს ბუქსირით გამოჰყავს მშრალ ადგილებზე. დამატებით კიდევ ერთი ჯგუფი დაემატა. ადგილზე მუშაობენ ჩაქვის პოლიციის პიკაპები და ვეცდებით უახლოეს ხანში გავხსნათ მოძრაობა,” – ამბობს მამუკა თურმანიძე. 

 

მისივე თქმით, დღეს ბათუმში  4-ბალიან შტორმს ელოდებიან.

 

“რიგ ადგილებში, გონიოსა და მწვანე კონცხზე,  ოთხ ბალზე მეტი შეიძლება დაფიქსირდეს. მთელს სანაპიროზე აღმართულია წითელი დროშები. ცურაობა აკრძალულია. მებადურებმაც თავი უნდა შეიკავონ თევზაობისგან. ბათუმის იახტკლუბი უფასოდ დავუთმეთ ყველა მცურავ საშუალებას, რომლებიც იმყოფებიან ღია ზღვაში,” – ამბობს მამუკა თურმანიძე. 

 

ფოტო: ზურა ბაუჟაძე

 

ფოტო: ზურა ბაუჟაძე

 

ფოტო: ზურა ბაუჟაძე

 

ფოტო: ზურა ბაუჟაძე

 

ფოტო: ზურა ბაუჟაძე

 

ფოტო: ზურა ბაუჟაძე

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი