კილაძე: სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები ბავშვს მშობლის თანხმობით უნდა უტარდებოდეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის თქმით, სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლება ბავშვმა მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში უნდა მიიღოს. კილაძის თქმით, აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია “ბავშვთა კოდექსში”, რომლის პროექტსაც კომიტეტი დღეს, 26 მარტს, განიხილავს:

“სქესობრივი აღზრდის შესახებ გნათლების მიღება [კანონპროექტით] შესაძლებელია მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში. ამ საკითხმა რომ არ გამოიწვიოს საზოგადოებაში მღელვარება და არ გვქონდეს საზოგადოების დაპირისპირების კერები, გადავწყვიტეთ, ჩაგვეწერა ეს მუხლი, რაც აბსოლუტურად თავსებადობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

თუ რომელიმე მშობელს აქვს სურვილი, რომ მის შვილს ჰქონდეს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები, ეს შეუძლია, ოღონდ მან უნდა მისცეს თანხმობა. ვინც არ არის თანახმა და ვისი ღირებულებებიც ამას ეწინააღმდეგება, მაშინ სხვა ფორმით უნდა მიიღოს ბავშვმა ეს განათლება. შეიძლება მშობელი შინაარსს არ ეთანხმებოდეს ამ გაკვეთილების, ან ბევრი სხვა მიზეზი იყოს”, – თქვა კილაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.