ახალი ამბები

მარგველაშვილი: სააკაშვილის ქონების დაყადაღება პოლიტიკურად ძნელად აღსაქმელია

19 სექტემბერი, 2014 • • 1363
მარგველაშვილი: სააკაშვილის ქონების დაყადაღება პოლიტიკურად ძნელად აღსაქმელია

“სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ერთი კვირის წინ არის გაკეთებული მძაფრი განცხადება, რომელსაც გულისყურით მოვუსმინე პირადად მე და რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი მნიშვნელოვანწილად ამერიკის შეერთებული შტატების პოლტიკურ დახმარებაზეა დამოკიდებული. ერთი კვირის მერე, დღიდან, პრემიერი ღარიბაშვილი მიდის ამერიკის შეერთებულ შტატებში. დღეს ხდება დაყადაღება ქონების. პოლიტიკურად ეს ძალიან რთულად ჩანს. იურიდიულ პროცეურებში არ ვერევი, პროკურატურის კომპეტენციაში არ ვერევი, მაგრამ საგარეო პოლიტიკური ვითარების თვალსაზრისით ბატონ ირაკლის არ შეუქმნეს მაინცდამაინც კარგი ფონი. იმედი მაქვს, ეს პრობლემა არ იქნება და ჩვენ შევძლებთ იქ წინ გადადგმას პოლიტიკური ნაბიჯების. მაგრამ ამ ვითარებას, რატომ დაადეს ამ ქონებას ყადაღა, რატომ ერთ კვირაში სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებიდან, დღეს ჩავუღრმავდები, რამდენემე საათის ამბავია. მე მინდოდა, რომ უკეთესი ფონი ჰქონოდა ჩვენს დელეგაციას ვაშინგტონში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

 

ამერიკის სახელწმიფო დეპარტამენტმა 13 სექტემბერს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ შეშფოთებული არიან საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებით.

 

სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყანაში არსებულ  დემოკრატიულ ძალებს ერთობლივი თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.  სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დევნის გამო.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხვონის მიხედვით, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ქონება დააყადაღა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ ექნებათ ქონების განკარგვის- გაყიდვისა და იპოთეკით დატვირთვის უფლება.

 

გამოძიების მტკიცებით, რადგანაც მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება 8 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვა და იგი არ თანაშმრომლობს გამოძიებასთან, ამიტომ მოითხოვა გამოძიებამ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი პრეზიდენტი თავს აარიდებს პასუხისმგებლობას, საჭიროა მისი და მასთან დაკავშირებული პირების ქონების დაყადაღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი