ახალი ამბები

მარგველაშვილი: საჭიროების შემთხვევაში პარლამენტს დავითხოვ

19 სექტემბერი, 2014 • • 1012
მარგველაშვილი: საჭიროების შემთხვევაში პარლამენტს დავითხოვ

“გააჩნია ვითარებას, ბუნებრივია, ეს ჩემი ვალდებულებაა, თუ ეს ასე მოხდება. თუ ასეთი რეალობა იქნება, ბუნებრივია. ეს იქნება იმ კონკრეტულ ვითარებაში გადასაწყვეტი და დღეს ასეთი ვითარება არ არის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

ინგა გრიგოლიას კითხვაზე, რომ 2014 წლის თებერვალში ფიქრობდა თუ არა მართლაც დაეტოვებინა პრეზიდენტის თანამდებობა, მარგველაშვილმა უპასუხა: “არც ვადასტრებ. არც უარს არ ვამბობ”.

 

“იყო მსჯელობები იმაზე, რომ ჩემი პრინციპულობა არის მიუღებელი”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, თუმცა არ დააკონკრეტა თუ ვისთვის იყო მიუღებელი, რადგან ამ “დეტალებში არ შედის”.

 

გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტი დაპირისპირების თუ დაძაბულობის გამო უარს იტყვის თავის მანდატზე, ეს უნდა იყოს გამოწვეული ქვეყნის ინტერესებდან გამომდინარე. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თუ შეამჩნევს, რომ იგი ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის, გადადგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი