ბიბილოვმა საპარლამენტო არჩევნები დანიშნა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის 9 ივნისს დანიშნა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბიბილოვთან ბოლო შეხვედრის დროს იმედი გამოთქვა, რომ არჩევნებს დემოკრატიულად ჩაატარებენ, რუსეთი კი მათთან დამკვირვებლებს გაგზავნის:

“ვიცი, რომ საპარლამენტო არჩევნები გექნებათ და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები უზრუნველყოთ. ჩვენ ჩვენი მხრივ, როგორც შევთანხმდით, დამკვირვებლებს გამოვგზავნით”.

ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი