ახალი ამბები

მარგველაშვილი: არ გვინდა საქართველო, სადაც პოლიტსაბჭოები მეგობრებს აგვირჩევს

19 სექტემბერი, 2014 • • 949
მარგველაშვილი: არ გვინდა საქართველო, სადაც პოლიტსაბჭოები მეგობრებს აგვირჩევს

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა კავშირში “ნაციონალურ მოძრაობასთან და რატომ მეგობრობს თემურ იაკობაშვილთან, რომელიც “ნაციონალური მძრაობის დროს ელჩი იყო აშშ-ში, გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ არ უნდა ისეთი საქართველო, რომელშიც პოლიტსაბჭოები აურჩევენ მას მეგობრებს:

 

“თემურ იაკობაშივლი იყო “ნაციონალური მოძრაობის” მინისტრი, მე ვიყავი  ოპოზიციონერი. მას არ შეშინებია მასთან მეგობრობა. თუ თემურს არ ეშინოდა ნაციონალების დროს და ჩემზე უარს არ ამბობდა, არ შეიძლება მივიღოთ ისეთი საქართველო, სადაც არ მოვიკითხავ თემურს, არ მოვიკითხავ მის ოჯახს და არ მექნება ისევ მეგობრული ურთიერთობა. თუ ჩვენ ისეთი საქართველო გვინდა, სადაც პოლიტსაბჭოები აგვირჩევს მეგობარს, მერე ჩვენი პოლიტსაბჭო დაასკვნის, რომ ეს მეგობარი ცუდია, მერე ამ მეგობარს გავაკრიტიკებთ, მერე შეიძლება ისევ მოვიწონოთ და ისეევ შევირიგოთ, მე არ მგონია, რომ ასეთი საქართველო გვინდა. ჩვენ, ასეთია ჩვენი კულტურა და ჩემი ვალდებულებაა, რომ სხვანაირი ქვეყანა იყოს. არ ვიცი, არის თუ არა დღევანდელ პოლიტკურ ელიტაში ჩემზე მეტად ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირებული ბიოგრაიის მქონე ადამიანი. არ ვიცი, მე მგონი, რომ … არ ვიცი.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი