“ძლიერი სოცმუშაკი, ძლიერი ოჯახი” – სოცმუშაკების მხარდამჭერი აქცია კანცელარიასთან

საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ათობით მოქალაქე შეიკრიბა, რათა მხარი დაუჭირონ სოციალური მუშაკების გაფიცვას და მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცნენ. ისინი წინასაგაფიცვო პროცესში დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იყვნენ, რა დროსაც სამინისტროსა და სოცმუშაკებს შორის მედიაციის პროცესის დაიწყო.

თუმცა 21 მარტს სოცმუშაკებმა განაცხადეს, რომ მედიაცია უშედეგოდ დასრულდა და სამინისტრო მათ მოთხოვნებს, მათ შორის, დარეგულირებულ გრაფიკსა და ტრანსპორტზე გამოყოფილ ფინანსურ რესურსს, არ შეასრულებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com