პარლამენტმა დადგენილების პროექტი “საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტში საქართველოს პარლამენტისთვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობის შემცირების შესახებ” 62 ხმით 27–ის წინააღმდეგ მიიღო. 

 

დადგენილების თანახმად, პარლამენტი 1 155 600 ლარს ცენტრალურ ბიუჯეტში დააბრუნებს, რომლითაც თბილისში პარლამენტისთვის ფარეხს შეიძენენ. 

 

უმცირესობა  აცხადებს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისია და თბილისში ფარეხის შეძენა სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *