უმრავლესობის წევრის გიგა ბუკიას სიტყვით გამოსვლამ სერგო რატიანის გაღიზიანება გამოიწვია და მისი გამოსვლის პარალელურად ადგილიდან ლაპარაკობდა:
“რას გვაბრალებთ, ხალხო? რატიანო, ნამუსი არ გაქვს, რომ გამოდიხარ და იგივე დამნაშავე ხარო, მეუბნები? არ მისცე შენს თავს იმის ლაპარაკის უფლება, რისიც არ გაქვს. ასი წელი არ გამოვალ და არც ერთ თქვენგანს პირად შეურაცხყოფას არ მივაყენებ. შენ ახერხებ იმას, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” მისცე საშუალება ცხრა თვის გარდაცვლილი ბავშვის თემაზე დღეს პოლიტიკური სპეკულაციები მაოწყო,”– განაცხადა ბუკიამ.
ხათუნა გოგორიშვილის თქმით, პავლე კუბლაშვილი და გიგა ბუკია სხდომათა დარბაზიდან გამოვიდნენ და საუბარი განაგრძეს ამ თემაზე:
“ამ დროს გამოვარდა პაატა კვიჟინაძე და მიმართა, გიგასთან რამე არ შეგეშალოსო. როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებაში” თვითგადარჩენის ეტაპი დაიწყო. დღეს ვნახეთ, ლერი ხაბელოვმა ჩართო მიკროფონი. ამის შემდეგ ზვიადაურის სიტყვით გამოსვლას ველოდები,” – აცხადებს გოგორიშვილი.
“მე და პალიკო ვსაუბრობდით, ჩვენს შორის დაპირისპრიება არ ყოფილა, სხვები არ ვიცი,”– ამბობს ბუკია.








