ახალი ამბები

სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა დაიწყეს

25 მარტი, 2019
სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა დაიწყეს

სოციალური მუშაკები დღეს, 25 მარტს გაიფიცნენ. დილიდან ისინი საქართველოს ადმინისტრაციასთან ბანერებითა და პლაკატებით შეიკრიბნენ, სადაც მთელი დღის განმავლობაში დარჩებიან. 7 საათზე კი კანცელარიასთან სოცმუშაკთა მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

სოცმუშაკთა პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ქეთი ხუციშვილი, ამბობს, რომ დღეიდან თითქმის ყველა სოცმუშაკი გაიფიცა, რაც, ჯამში, დაახლოებით 210 ადამიანია. მისი თქმით, გაფიცვაში მონაწილეობას მხოლოდ ის თანამშრომლები არ იღებენ, რომლებიც ან დეკრეტულ შვებულებაში არიან, ან სამინისტრომ წინასაგაფიცვო პროცესში დაასაქმა.

გარდა ამისა, ქეთი ხუციშვილი დასძენს, რომ ისინი პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=349843505737693&id=327955441259833&__xts__[0]=68.ARDKEXLc1CwMYcgg8GBc4cnsQdO9sUfcV26yY2fCQy49e36dn_DPxcgpCQSP3g7nL9Dqz1JqbGmMgXSBDhj8x7svfGj3RQaxrc26DWMjgYikPs3U-eJeFp9jkckelvbRcNeYA1MwAaIdEIKczVHEn_Vl896ZwJNs4fYS7o9r61_sP8amHNvfOSuGfHCkf-ZC-rFynKdQB2JgOFuJYb6eo6lmBhv0sxeGrlBm8zI8XO83mHY2ZcDPAz1wBhDgnc2DCgYacMvVZw-kBOf_ReZ1mfkxf5_QFJLTfqkC5FGZ_cqrXowHhJTg2UZoI0q7SDvL11je0wNrVrxggMo99qU5Bp0&__tn__=-R

 

სოცმუშაკების გაფიცვას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან უერთდებიან, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში.

სოცმუშაკები წინასაგაფიცვო პროცესში დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იყვნენ, რა დროსაც სამინისტროსა და სოცმუშაკებს შორის მედიაციის პროცესის დაიწყო. თუმცა 21 მარტს სოცმუშაკებმა განაცხადეს, რომ მედიაცია უშედეგოდ დასრულდა და სამინისტრო მათ მოთხოვნებს, მათ შორის, დარეგულირებულ გრაფიკსა და ტრანსპორტზე გამოყოფილ ფინანსურ რესურსს, არ შეასრულებს.

მათ 21 მარტს სამინისტროში გაფიცვის შესახებ განცხადება შეიტანეს და განმარტეს, რომ კანონის მიხედვით, გაფიცვის შესახებ სახელმწიფოს 3 დღით ადრე აფრთხილებდნენ. სოცმუშაკებმა გააფრთხილეს ჯანდაცვის სამინისტრო, რომ 25 მარტიდან სამსახურში არ გამოცხადდებიან.

მათი თქმით, გამონაკლისის სახით მივლენ მხოლოდ იმ გამოძახებებზე, როცა მოხუცზე, შშმ პირსა და ბავშვზე ძალადობის ფაქტები დაფიქსირდება.

გარდა ამისა, სოცმუშაკები ამბობენ, რომ წინასაგაფიცვო პროცესში მათზე სამინისტროს მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობდა. სოციალური მუშაკი თამარ ღუნაშვილი, რომელიც გეგმავს, 25 მარტიდან სხვა სოცმუშაკებთან ერთად გაიფიცოს, ამბობს, რომ სამსახურის უფროსი მას სამსახურიდან გაშვებითა და “შვილების ულუკმაპუროდ დარჩენით“ დაემუქრა.

სოცმუშაკებს მხარს უჭერენ არასამთავორობო ორგანიზაციები: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება (GTUC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW) და სოლიდარობის ქსელი-დამოუკიდებელი პროფკავშირი.

ზრუნვა “შიშველი ხელებით” ბავშვებსა და მოხუცებზე – 4 ყველაზე მძიმე ამბავი სოცმუშაკისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი